მადლობა ღმერთს, რომ 4 ოქტომბრის საღამოსაც 2-3 ადამიანი გადავარჩინე და ახლაც სიამოვნებით გადაგარჩენდით - თორნიკე მჭედლიშვილი

10.12.25 17:19
მადლობა ღმერთს, რომ 4 ოქტომბრის საღამოსაც 2-3 ადამიანი გადავარჩინე და ახლაც სიამოვნებით გადაგარჩენდით - თორნიკე მჭედლიშვილი

მადლობა ღმერთს, რომ 4 ოქტომბრის საღამოსაც 2-3 ადამიანი გადავარჩინე და ახლაც სიამოვნებით გადაგარჩენდით - ასე მიმართა სასახლის საქმეზე დაკავებბულმა ბარმენმა, თორნიკე მჭედლიშვილმა დღეს სასამართლოს 

მისი თქმით, ის ბოლო წლების განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მუშაობდა.

„ამ პროტესტის ფარგლებში ჩვენთან ბარში შემოსულა, როგორც სამართალდამცველი, ისე აქციის მონაწილე. როგორც ვეხმარებოდით პოლიციელებს, ისე ვეხმარებოდით აქციის მონაწილეებს. მადლობა ღმერთს, რომ იმ საღამოს ორი-სამი ადამიანის გადარჩენა შევძელი და ახლაც შესაძლებლობა რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გადაგარჩენდით. მეტი არაფრის თქმა არ მინდა”, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები