"ოცნებამ" მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ტროტუარზე პროტესტის გამოხატვას უზღუდავს

10.12.25 18:12
"ოცნებამ" მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ტროტუარზე პროტესტის გამოხატვას უზღუდავს

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები "ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. 

კანონში ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი მოწინააღმდეგე იყო. 

კანონში ცვლილებები რამდენიმე საათში "ოცნების" პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილეს, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

მსგავსი სიახლეები