ქიმიური იარაღის სკანდალი - ევროპარლამენტში საგანგებო დებატები ჩაინიშნა

10.12.25 20:45
ქიმიური იარაღის სკანდალი - ევროპარლამენტში საგანგებო დებატები  ჩაინიშნა

ირაკლი კობახიძე ბრიუსელთან საუბრის რესურსს ვერ ხედავს. დღეს, ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ევროპელ პარტნიორებთან პოლიტიკური კონტაქტები სრულიად გაწყვეტილია. "ქართულმა ოცნებამ" ჯერ ევროინტეგრაცია შეაჩერა, შემდეგ კი ქვეყანაც და მათივე პოლიტიკური გუნდიც, სრულ იზოლაციაში მოაქცია.

კობახიძე ამ ფორმით ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში შექმნილ დემოკრატიულ კრიზისზე უნდა იმსჯელონ. პრობლემის აღიარების ნაცვლად, "ოცნება" ბრიუსელს თავს ესხმის. დღეს კობახიძემ თქვა, რომ მის პოლიტიკურ გუნდს პარტნიორები არასდროს გაულანძღავს. 

17 დეკემბერი, 19:00 საათი, ევროპარლამენტის დღის  წესრიგში უკვე ჩასვეს დებატები საქართველოს შესახებ, სახელად - "დემოკრატიული კრიზისი საქართველოში". დებატები დაგეგმილი არ იყო, თუმცა, BBC-ის საგამოძიებო ფილმმა გააჩინა კითხვა, რით მოწამლა ხალხი "ქართულმა ოცნებამ". ეს კითხვა ევრო დეპუტატებსაც აქვთ. 

დებატები ევროპარლამენტში  - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები