ქიმიური იარაღის სკანდალი - გაანადგურეს თუ არა მთავარი მტკიცებულებები?

10.12.25 20:33
ქიმიური იარაღის სკანდალი - გაანადგურეს თუ არა მთავარი მტკიცებულებები?

კაცი, რომელსაც სპეცრაზმის შეიარაღება წლები ებარა, დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხილები თავიდან მოიშორა. ლაშა შერგელაშვილი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დეტალურად ყვება, როგორ ატყუებს სუსი და შსს ხალხს და როგორაა მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართული ქიმიური მოწამვლის საქმის ფალსიფიკაციაში.

კასრი, რომელზეც სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი ლაპარაკობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 დღიანი გამოძიების დასასრულს აჩვენა. სუს-ის ვერსიით, ამ კასრში იყო მოთავსებული ცრემლსადენი გაზი, რომელითაც მოქალაქეებს 4-5 დეკემბერს არბევდნენ. თუმცა შერგელაშვილი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძის გამოძიება საზოგადოებას ატყუებს და რეალურად ხალხის წინააღმდეგ სულ სხვა - ბევრად მძიმე ნივთიერება იყო გამოყენებული.

სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ბრიტანულ მაუწყებელს - ქიმიური იარაღის სკანდალაზე იმაზე მეტი მტკიცებულება აქვს ვიდრე ამ დროისთვისაა გასაჯაროებული და თუ საქმე ჰააგამდე მივა, "ოცნებას" უმძიმესი დანაშაული აუცილებლად დაუმტკიცდება.

მივა თუ არა საქმე ჰააგის ტრიბუნალამდე? - უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამისთვის ნიადაგს "ქართული ოცნება" თავად ამზადებს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ 5 დღეში დასრულებული გამოძიებით ივანიშვილის გუნდმა განაცხადი გააკეთა და თქვა, რომ მათ ამ ფაქტის გამოძიება არ სურთ, ახლა კი საქმეში ჰააგის პროკურორი უნდა ჩაერთოს და რომის სტატუტით დადგენილი საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.

ქიმიური იარაღის სკანდალი - თათია წოწონავა დეტელებით

მსგავსი სიახლეები