სამთავრობო კვარტალი ცენტრიდან შორს - ივანიშვილის მთავრობის ახალი მისამართი კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია იქნება

10.12.25 20:09
სამთავრობო კვარტალი ცენტრიდან შორს - ივანიშვილის მთავრობის ახალი მისამართი კუკიის  სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია იქნება

პარლამენტის ისტორიული შენობა გაიყიდება - რუსთაველის რვა ნომერში სასახლეს, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის, ფუნქცია ეცვლება და საკანონმდებლო დანიშნულებით აღარ იარსებებს. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტა, რომ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის და ათამდე სამინისტროს შენობა გაყიდოს და ამის აღსრულება მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა.

ირაკლი კობახიძე სამთავრობო ქალაქის გაშენებას ორთაჭალის ნაცვლად, კუკიის ძმათა სასაფლაოს გვერდით გეგმავს. თბილისის ცენტრიდან გარეუბანში, არსენალის მთაზე გადაინაცვლებს არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, რეგიონული განვითარების, ეკონომიკის, განათლების, კულტურის სამინისტროები და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც, რომელიც ახლა პარლამენტის გვერდით მდებარეობს, მას ახალი მისამართი ექნება გედევანიშვილის ქუჩაზე.

სახელმწიფოს არსენალის მთაზე 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთი ეკუთვნის - ამ ტერიტორიაზე იგეგმება ახალი საოფისე და ადმინისტრაციული შენობების აშენება. ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული. რა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯერ არც ფინანსთა და არც ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა არ იციან.

რატომ იცვლება პარლამენტის შენობა უკვე მესამედ - მაშინ, როცა საპროტესტო აქციების ძირითადი ლოკაცია მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტია, ხომ არ გეგმავს ქართული ოცნება აქციებისგან გაქცევას?

სამთავრობო უწყებები არსენალის მთაზე - ნონო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები