დადგა თუ არა პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენის დრო

10.12.25 20:39
დადგა თუ არა პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენის დრო

ირაკლი კობახიძე მეხუთე პრეზიდენტს 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილედ აცხადებს. პრემიერს რომ ვკითხოთ, დამნაშავეა ყველა, ვინც ამ დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციის გეგმა არ იცვლება.  ყველა ერთია და ერთ გეგმას ასრულებს.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, ფინანსური რესურსები შეზღუდულია, აქციის მონაწილეები პატიმრობაში რჩებიან. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" კიდევ ერთი სამარცხვინო წელი ჩახურა. თუმცა ჩნდება კითხვა რისი დრო მოდის - რას უპირისპირებს "ოცნებას" ქართული ოპოზიცია და ვინ რას მიიჩნევს პირველი რიგის ამოცანად. ფრაგმენტაცია რომ პრობლემაა ყველა აცნობიერებს, თუმცა გაერთიანების სურვილი ზეპირ განცხადებებს ჯერ ისევ ვერ სცდება.

ანალიტიკოსებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ დაქსაქსული ოპოზიცია ოცნების პოლიტიკურ ცხოვრებას ახანგძლივებს და მათი გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო წარმატებული სტრატეგია იქნებოდა.

ახალი სახეები ოპოზიციაში - რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები