"ოცნება" ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს- როგორ პასუხობენ რეპრესიულ კანონს მოქალაქეები

10.12.25 20:51
"ოცნება" ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს- როგორ პასუხობენ რეპრესიულ კანონს მოქალაქეები

პირადი საუბრების საფუძველზე შექმნილი კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" ორ დღეში დაამტკიცა. დღეს თუ მას მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს. ხვალიდან პროტესტის მონაწილეებს, ტროტუარებზე დგომა და ტროტუარზე სიარულიც კი  შსს-ს თანხმობის გარეშე ეკრძალებათ. ანუ თუ რუსთაველზე ყოველდღიური აქციის გამართვა უნდა ხალხს, წინასწარ ხუთი დღით ადრე უნდა შეუთანხმონ შინაგან საქმეთა სამინსიტროს, მაგრამ გელა გელაძე თუ გადაწყვეტს, რომ ტროტუარზე დგომა ხელს შეუშლის ვინმეს შეუძლია აქციის ადგილი და დრო შეცვალოს. 

თუ "ქართულ ოცნებას" დავუჯერებთ, კანონმდებლობა შეწუხებული მხარდამჭერების მოთხოვნით გაამკაცრეს. გამოდის რომ  მაგალითად ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი, ერთ ერთი ქართველი მომღერალი, თუ ვერ ხვდება, რატომ დგას ხალხი ქუჩაში და ამ ფაქტით შეწუხებულია, ამის გამო პარლამენტში კანონები უნდა გამკაცრდეს. 

ირკვევა რომ  აქციის ხანგრძლივობასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს რომ თუ პოლიცია ჩათვლის, რომ დღეისთვის საკმარისია. მაშინ აქციის მონაწილეები უნდა დაიშალონ.

მას შემდეგ რაც პარლამენტის წინ ქუჩის გადაკეტვის გამო გამკაცრებული კანონით ციხეში აქციის ბევრი მონაწილე გაუშვეს, პროტესტმა ახალი, მსვლელობის სახე მიიღო. თუმცა ქართულმა ოცნებამ, ამ მიმართულებითაც გაამკაცრა კანონმდებლობა. ხალხი ვინც ქუჩაში მთელი წელია დგას, "ქართული ოცნების დეპუტატებს უთვლიან, რომ პროტესტი თავის გზას, ყოველთვის იპოვის.

რეპრესიული კანონი - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები