"აღმაშფოთებელია, რომ "ოცნების" რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება" - უილსონი

11.12.25 10:05
"აღმაშფოთებელია, რომ "ოცნების" რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება" - უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში OC Media-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს.

უილსონი წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს. 

აღმაშფოთებელია, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ ამერიკაში დანიშნული ელჩის ქმარი როგორც ჩანს ეხმარება რუსეთს თავი აარიდოს სანქციებს, რომელთა მიზანია პუტინის ომის მანქანისთვის ზიანის მიყენება. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. მოუთმენლად ველი ამ ამბის გაგრძელებას," - წერს უილსონი. 

მსგავსი სიახლეები