სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე
გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის.
"პირველების" ინფორმაციით, ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი უფროსად გადაიყვანეს.
გიგა ზესაშვილის მოადგილე, ბუხუტი ნიკურაძე კი სახლში გაუშვეს.
რა გახდა საკადრო წმენდის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.