"ჭორაობა" - როგორ იმართლებს "ოცნება" თავს ახალ საგარეო სკანდალზე
"ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი OC Media-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს.
თენგიზ შარმანაშვილი OC Media-ს ინფორმაციას "ჭორაობას" უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული თემა მისთვის საინტერესო არ არის.
ჩვენ რეაქციას მოვახდენთ მხოლოდ მტკიცებულებებზე, მოსაზრებებზე, ჭორებზე... BBC-იმ გააკეთა ეს, რომელიც მსოფლიო სტანდარტის (?) კანონმდებელი იყო პრესაში და ახლა ვიღაცა ამერიკაში რაღაცა ორგანიზაციამ გაავრცელა, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის.
თამარ ტალიაშვილზე თქვენ მიყვებით ჭორებს, მე გეუბნებით საბუთები მომიტანეთ.
ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც თეორიულად შეიძლება უკანონო საქმიანობას ეწეოდეს, ის ქართლი სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ მოხვდება. მოხვდება თუ იქნება ამის მტკიცებულება და არა ჭორები," - განაცხადა შარმანაშვილმა.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ელჩს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თავის ოჯახის წევრებთან ერთად შეისწავლიდა ელჩად დანიშვნამდე.
მე მინდა მივულოცო საზოგადოებას ზოგადად, რომ "TV პირველს" იმაზე მეტი კითხვა ახლა ამ გლობალურ პროცესებში არ აქვს, რომ ამერიკაში ჩვენი ელჩის მეუღლის კომპანიის საქმიანობა სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის რომელიღაც სხვა კომპანიასთან არის თუ არა დაკავშირებული რაიმე საერთაშორისო სანქციების თავის არიდებასთან და ა.შ., რომელიც არაერთხელ აღმოჩნდა ყოველთვის ტყუილი. ეს არის ეს მოცემულობა.
თქვენ როგორ გგონიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ელჩი ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება შემჩნეული, ან როდესაც პირდაპირ დასტური მივიღეთ ამ ელჩთან დაკავშირებით და როგორ გგონიათ თქვენ იქ შესწავლილი არ იქნებოდა ეს საკითხი და "TV პირველის" იმედად დარჩებოდა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ საქართველოს ელჩი მიეღო თავისი ოჯახის წევრების შესწავლიანად ისეთი, რომელიც ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ რაიმე საქმიანობას განახორციელებდა," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.