"ოცნების" პასუხის პასუხი ALDE-ს
შალვა პაპუაშვილისთვის "ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE-ს) მიერ გაცემული პასუხის შემდეგ, ორგანიზაციას "ქართული ოცნების" სხვა წევრები ესხმიან თავს.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ALDE "ყალბი ნარატივების გამავრცელებელი, ტერორიზმის მხარდამჭერი ორგანიზაციაა".
ALDE არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია. მაშინაც კი, როცა უკვე ჩვენი ოპონენტები თვითონაც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, მილევად რეჟიმშია იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ ამ სისულელის გავრცელების გამო, ეს ALDE მაინც ურცხვად იმეორებს ამას.
ეს ყველაფერი რომ იციან და მაინც ამხელა ტყუილს ხელმეორედ იმეორებენ, ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ისინი ტერორიზმის მხარდამჭერები არიან. ამას პოლიტიკურად თავს ვერ აარიდებენ და ჩვენ სადაც გვექნება პლატფორმა ყველგან ამას წამოვაძახებთ," - ამბობს შარმანაშვილი.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ALDE და BBC-ი "დიფ სთეითის" მექანიზმები არიან.
ALDE და BBC-იც არიან "დიფ სთეითის" მექანიზმები და ერთი მეორეს დაეხმარება ბუნებრივია, მაგრამ ელისაშვილთან დაკავშირებით იმიტომ, რომ იყო საჯარო მტკიცებულებები და საჯარო აღიარება თავად ბრალდებულის მხრიდან, რომ მან ჩაიდინა ეს ტერორისტული აქტი, [ALDE-ს] ცალყბად მოუწია ეღიარებინა, რომ ეს ძალადობა დაეგმო და გამიჯვნოდა," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ALDE-ს განცხადებით, ისინი ალეკო ელისაშვილის ქმედებას არ ამართლებენ ისევე, როგორც არასდროს გაამართლებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ან ქიმიური იარაღის გამოყენებას.