დაკავებულების წამებაში მხილებული თემუკა კალანდაძე თანამდებობიდან გაუშვეს
პირველების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმუკა კალანდაძე კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.
საჯარო სივრცეში არსებობს ცნობები, რომ ამ უკანასკნელს დაკავებულები წამებაში ამხელდნენ. არსებული ინფორმაციით, ის აქტიურად მონაწილეობდა მოქალაქეთა დარბევაში პროევროპული აქციების დროს.
ბოლო სკანდალი, რომელიც კალანდაძის სახელს უკავშირდება, ეს არის ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალების დაკავებული პირების განცხადებებს. ისინი ამბობდნენ რომ პოლიციაში მთელი ღამე სცემდნენ და აწამებდნენ.
თემუკა კალანდაძე ძალოვანი უწყებიდან რამდენჯერმე გაუშვეს, თუმცა გომელაურმა სისტემაში ისევ დააბრუნა. პოლიციის მაღალჩინოსნს მოქალაქე სექსუალური ძალადობის ბრალდებაშიც ადანაშაულებდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მსგავსი გადაცდომების გამო კალანდაძე გიორგი გახარიამ სისტემიდან გაუშვა, თუმცა ვახტანგ გომელაურმა უკან დააბრუნა.