იციკ მოშე გამოვკითხეთ - სუს-ი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ტერორისტული თავდასხმების შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკაშირებით სუს-ში ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე გამოკითეს - როგორც მამუკა მდინარაძის უწყება გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, მოშემ მათ უთხრამ, რომ ინფორმაცია ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა მიაწოდა.
ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა - ამბობს სახელწმფიო უსაფრთხოების სამსახური.
გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა.
ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.
სუს-ი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერაქტი არ იგეგმებოდა - ისრაელის მედიაში გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ, მამუკა მდინარაძის უწყებაში თქვეს, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ არც ქართულ სპეცსამსახურებს ჰქონიათ ინფორმაცია და არც ისრაელის მხარისგან მიუღიათ ამის შესახებ ცნობები.
რა დაწერა ისრაელურმა მედიამ:
ისრაელური მედიის ინფორმაციით, ქნესეთის წევრებმა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას საქართველოში "ისრაელის კვირის" კონფერენციაზე დასწრებას აპირებდნენ, უსაფრთხოების დირექტივა მიიღეს, რომ პოტენციური ტერორისტული ტერაქტის საფრთხის გამო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ.
Arutz Sheva წერს, რომ ქნესეთის ოფიცრის მხრიდან ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც გაფრთხილება შემოვიდა შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, კონფერენციის დამსწრეები იყვნენ.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემაც დაადასტურა.