კობახიძე იმ ფორუმზე გამომსვლელების შორისაა, რომელსაც პუტინი და ირანის ლიდერი ესწრებიან
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ქალაქ აშხაბადში, მშვიდობის და ნდობის ფორუმს ესწრება.
კობახიძე იმ ფორუმზე გამომსვლელებეს შორისაა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრება.
ვინ არის კიდევ მიწვეული?
- ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ფორუმზე მთავარი სტუმარია ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი, პაკისტანის პრეზიდენტი და თურქეთის ლიდერი ერდოღანი.
ახლა მთავარი კითხვაა, ვისთან ექნება ორმხრივი შეხვედრები კობახიძეს და იქნება თუ არა მათ შორის ირანის ლიდერი. კობახიძის ბოლო ვიზიტის თეირანში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს უკვე შეხვდა.
კობახიძის პრესსამსახურში ამბობენ, რომ თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს"- წერია განცხადებაში.