BBC-გან იყო გაფრთხილება, რომ "ოცნების" სამიზნე შეიძლება გავმხდარიყავი - გელა ხასაია
BBC-გან იყო გაფრთხილება, რომ "ოცნების" სამიზნე შეიძლება გავმხდარიყავი - ამის შესახებ განცხადება დაპატიმრებულმა “გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ ცოტა ნსი წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, სანამ ბრიტანული BBC სიუჟეტს ამზადებდა, მათთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, არაფერი იცოდა, თუ ზუსტად რაზე აკეთებდნენ ფილმს.
დღეს გელა ხასაიამ სასამართლოს უთხრა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ასევე მან სხდომათ დარბაზში ტყუილში ამხილა საქმის პროკურორი.
თავს დამნაშავედ არ ვცნობ ეს ყველაზე კარგად იცის ვასილმა, და ასევე ე.წ ნეიტრალურმა მოწმემ რომელიც ამ ადამიანის ნათესავია , რაც შეეხება ჩემს დაკავებას, პირველ რიგში პროკურორს მინდა ვკითხო, მან პირველ სხდომაზე თქვა, რომ გამოკითხვაზე დამიბარეს და დამირეკეს ტელეფონზე, შემდეგ უფლებადამცველმა ამოიღო ჩანაწერი და ვერ ნახა ზარი, მაშინ როგორ აღმოვჩნდი განყოფილებაში, სადაც დალუქულია ნივთები, პური და საკვები პროდუქტები და თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ გამოკითხვაზე ადამიანი ამგვარი პროდუქტებით მიდიან.
BBC-ის სიუჟეტზე მინდა ვთქვა, ეს გამოძიება თითქმის 1 წელია მიმდინარეობს და მათთან მქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია და მათგანაც იყო გაფრთხილება, რომ ჩემ მიმართ შეიძლება ქართული ოცნების სამიზნე გავმხდარიყავი და ეს ჩემი სიტყვები არაა ეს. მე ისედაც ვიცოდი მაგრამ ამ ადამიანებმა გამაფრთხილეს, ვინც ფილმი მოამზადა, სადაც მე ჩემს ისტორიას ვყვებოდი, მათი მხრიდან მინიშნებაც კი არ იყო კითხვები თუ მე რა ზიანი მივიღე კონკრეტულად წიწაკის სპრეით, გვეკითხებოდნენ თუ რა გვახსნდება და როგორ ვგრძნობდი თავს, არანაირი პროვოცირება არ იყო მათი მხირდან, ისიც არვიცოდი, რაზე აკეთებდნენ ფილმს, ის ვიცოდი მხოლოდ, რომ ფილმი ეძღვნებოდა ქართველი ხალხის პროტესტს, ბრძოლას", - ამბობს გელა ხასაია.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.