"სუპერ ძალოვანიდან", "მოღალატე კრიმინალამდე" - რით იმართლებს თავს ივანიშვილის ხალხი

11.12.25 20:16
"სუპერ ძალოვანიდან", "მოღალატე კრიმინალამდე" - რით იმართლებს თავს ივანიშვილის ხალხი

ქართული ოცნების  ორი გიორგი  გახარია - სუპერ ძალოვანიდან მოღალატე კრიმინალამდე.  ექს პრემიერის წინააღმდეგ ორი  მძიმე საქმეა აღძრული და 15 წლით ციხეში გამოკეტვას უპირებენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა რამდენიმე წლის წინ გახარია  შეუცვლელი მინისტრი, მოგვიანებით კი საუკეთსო მენეჯერი და  პრემიერი იყო. გავრილოვის ღამის შემდეგ ჯერ ბევრი აქეს, შემდეგ კი პრემიერ მინისტრად დანიშნეს. 

ივანიშივლი, რომელსაც მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ თავად იდგა კამერების წინ და 17 ივლისს ხალხს არწმუნედა, რომ სწორი იყო სპეცრაზმის მიერ სისსტიკის გამოჩენაც. ამით პასუხისგებლობას ივანიშვილი, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი თავადაც იღებდა იმ ყველაფერზე, რაც გავრივლოვის ღამეს მოხდა.

მაშინ ივანიშვილმა მთელი პასუხიმსგებლობა გახარიაას დააკისრა, გამორიცხა რომ 20 ივნისის ღამეს მისი ბრძანებით რამე მოხდა, თუმცა რამდენჯერმე თქვა რომ, რაც 20 ივნსს პოლიციამ ჩაიდინა, კანონიერი იყო.

ევროსასამართლოს  გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ქართული ოცნება ამბობს,  რომ 20 ივნისს ხალხის დასახიჩრება და თვალების დათხრა გახარიას პასუხისმგებლობაა და ივანიშვილის გუნდი არაფერ შუაშია, თუმცა იყო დრო, როდესაც ყველა ერთად რიგში დგებოდა გახარისთვის კომპლიმენტების სათქმელად.

დღეს კი გახარიას იმისთვის ასამართლებენ, რისთვისაც 6 წლის წინ მადლობებს უხდიდნენ. მათ შორის იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც პრემიერის  გამოსვლებს პარლამენტში მასტერ კლასებად აფასებდა. ყველაფერი მისი გადადგომის შემდეგ შეიცვალა. ერთ დღეში გახარია მოღალატე, ნარკომანი და ოპოზიციასთან შეკრული გახდა. რამდენიმე წელში კი ყოფილი პრემიერისთვის ციხის საკანიც გაამზადეს.

დღეს ევროსასამართლოში 6 წლიანი დავა "ქართულმა ოცნებამ" წააგო და ხალმა მოიგო. სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის ძალამ ევროკონვენციის არა ერთი მუხლი დაარღვია - მათ შორის წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები