"ოცნების" ახალი საგარეო სკანდალი - "ოცნების" ელჩის ქმარი სანქცირებული რუსი ბიზნესმენების უფლებებს იცავს

11.12.25 20:33
"ოცნების" ახალი საგარეო სკანდალი - "ოცნების" ელჩის ქმარი სანქცირებული რუსი ბიზნესმენების უფლებებს იცავს

"ოცნების" ახალი საგარეო სკანდალი - შტატებში საქართველოსოს ელჩის მეუღლე სანქცირებული რუსი ბიზნესმენების უფლებებს იცავს.  რუსეთის მოქალაქის რუსული ბიზნესი საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოაშკარავეს. ირკვევა, რომ დავით კუხალაშვილი იმ ორგანიზაციებისთვის ითხოვს სანქციების მოხსნას, რომლებიც პუტინთან ახლო კავშირებისა და ომის დაფინანსებისთვის ამერიკისა და ევროკავშირის შავ სიაში მოხვდნენ. გამოცემა OC მედიამ ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ დეტალურად დაამუშავა.

OC მედიის ჟურნალისტური გაოძიების თნახმად, თამარ ტალიაშვილის მეუღლე DTK Partners მფლობელი იყო 2025 წლის განმავლობაში თუმცა მისი პროფილი კომპანიის ვებსაიტიდან წლის დასაწყისში წაიშალა. ჟურნალისტებმა კი რუსეთის რეესტრში მიაკვლიეს მტკიცებულებებს, რომ დავით კუხალაშვილი კომპანიის მმართველად 17 ივლისამდე იყო მითითებული - ტალიაშვილის ელჩად დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ. ცნობილი ხდება, რომ სანქცირებული კომპანიების მიმართვებს ევროკავშირისა და ამერიკის უწყებებისთვის თავად თამარ ტალიაშვილის მეუღლე ამზადებდა.

ამერიკაში საქართველოს ელჩის ოჯახის რუსეთთან კავშირი იურიდიული კომპანიით არ იწყება. რუსულ ბიზნესამდე იყო ბინა მოსკოვში, რომელიც ტალიაშვილის მეუღლემ 2011 წელს შეიძინა. ასევე მათ ანგარიშზეა სოლიდური დანაზოგი რუსულ ბანკებში - ალფაბანკში და როსბანკში. დაიწყებენ თუ არა ამერიკის შესაბამისი უწყებები ელჩის ოჯახის კავშრების შესწავლას - ქართული ოცნების ახალ საგარეო სკანდალს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ვაშინგტონიდან. მეგობარი აქტის ავტორი ამ ამბის დაუყოვნებლივ შესწავლას და რეაგირებას ითხოვს

როგორ ხდება რომ ცოლი ამერიკასთან  ურთიერთობას ალაგებს, ქმარი კი ოკუპანტ ქვეყანას ამერიკული სანქციებისგან იცავს? საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები