დიდი წმენდა გელაძის უწყებაში - შსს-დან გომელაურის კადრები გაუშვეს

11.12.25 20:39
დიდი წმენდა გელაძის უწყებაში - შსს-დან გომელაურის კადრები გაუშვეს

დიდი წმენდა გელაძის უწყებაში - მინისტრმა მისი წინამორბედის კადრები  ერთი მეორეს მიყოლებით გაუშვა. თანამდებობა დაატოვებინეს თემურ კალანდაძეს. განსაკუთრებული სისატიკით ცნობილ პოლიციელს, რომლის სახელი დაკავებულების წამების და არადამიანური მოპრობის არა ერთ ფაქტს უკავშირდება. ძალოვანი უწყებიდან ერთხელ უკვე გაშვებული კალანდაძე 5 წლის  წინ სისტემაში  სწორედ გომელაურმა დააბრუნა.  

არსებული ინფორმაციით, თემურ კალანდაძის თანამდებოდა ტიკ-ტოკერი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას საქმეს შეეწირა. კალანდაძის თანამშრომლები ბრალდებულებმა არადამინურ მოპყრობაში დადანაშაულეს, თქვეს, რომ მთელი ღამე მათ პოლიციაში სცემდნენ. 

  • პირველების ინფორმაციით, პოლიციელები, რომელთა გვარები სანქციების სიაში მოხვდა, სისტემიდან ერთი მეორეს მიყოლებით უნდა გაუშვან. რას ნიშნავს ეს? - "ქართულმა ოცნებამ" ჯერ მათ ხალხის წინაათმდეგ არა ერთი უკანონო დავალების შესრულება აიძულა, ახლა კი სისტემიდან იცილებს. 

"პირველების" ინფორმაციით, თანამდებობები  დაატოვებინეს ტყუპების სახელით ცნობილ პოლიციელებსაც. ძმები სამარღანიშვილებიდან ერთ-ერთი გდდ-ს ყოფილ შეფ "ხარებასთან" ერთად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობდა. ჯამში დღეს სახლში პოლიციის 10-მდე მაღალჩინოსანი გაუშვეს. 

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები