ხალხის გამარჯვება და "ოცნების" მარცხი - 20 ივნისის საქმეზე ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროსასამართლოში დავა წააგო

11.12.25 20:06
ხალხის გამარჯვება და "ოცნების" მარცხი -  20 ივნისის საქმეზე ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროსასამართლოში დავა წააგო

 

 

6 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ 20 ივნისი სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში წააგო. საერთაშორისო მართლმსაჯულება ამბობს, რომ ამ დღეს ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეების პროტესტს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა, მშვიდობიანი მომიტინგეები არასათანადო მეთოდებით დაარბია და არ დასაჯა დამნაშავეები სრულფასოვანი გამოძიებით. 

დაზარალებულებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, რომლის გადაწყვეტილებაც აღარ გადაიხედება ადგენს, რომ სპეცრამმა არასათანადოდ გამოიყენა რეზინის ტყვიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. არ იყო გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზიანების რისკები და მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხე. პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

"ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო სასამართლოს საქმე განსახილველად არ უნდა მიეღო, რადგან ქვეყნის შიგნით საგამოძიებო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ეს პოზიცია მოსამართლეებმა არ გაიზიარეს. 5 წლიანი გამოძიება არაეფექტურად მიიჩნიეს და დარღვეული უფლებების გამო 26 დაზარალებული დემონსტრანტისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალეს. მოსამართლეებმა უარყვეს ხელისუფლების ის მტკიცებაც, რომ თითქოს კომპენსაცია საკმარისი იქნებოდა. 2 მილიონამდე თანხის გადახდის გარდა, ოცნებას სრულფასოვანი გამოძიება დაევალა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო მთავარი მომჩივანი, რომელმაც 20 ივნისის დაზარალებულებს სამართალი აპოვნინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დანაშაულს "ქართული ოცნება"  პასუხისმგებლობის ნულოვანი შეგრძნებით აღიარებს. "ოცნების" გეგმით, ყველაფერი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას ბრალდება.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები