ერთი მოსამართლის სამართალი - ვლადიმერ ხუჭუა "ოცნების" კანონებს ისევ ასაჩივრებს
ერთი მოსამართლის სამართალი. ვლადიმერ ხუჭუა ოცნების კანონებით რეპრესირებული ხალხის საქმეების განხილვაზე უარს ამბობს. თეთრიწყაროს მოსამართლემ უკვე მეექვსე საქმის წარმოება შეაჩერა - მიზეზი საკონსტიტუციო წარდგინებაა.
ვლადიმერ ხუჭუა თვლის, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს ოცნების მიერ გასულ წელს დაჩქარებულად მიღებული კანონები - ერთი მხრივ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო 5 ათას ლარამდე გაზრდილი ჯარიმა და გადაუხდელობის შემთხვევაში პატიმრობაში გაშვება - მოსამართლის გადმოსახედიდან, მაშინ, როცა ხალხს უჭირს, ეს სანქცია მათ უფლებებს ლახავს.
მოსამართლის გაბედული ნაბიჯები კი მასზე თავდასხმის საფუძველი ხდება. ხუჭუა "ქართული ოცნების" და სასამართლო ხელისუფლების სამიზნე ბევრჯერ აღმოჩნდა, გაიზარდა კრიტიკა და შემოთვლები მას მერე, რაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ბიულეტენის გაჟონვასთან დაკავშირებით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო - ახლა კი რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, იმატა "ოცნების" კრიტიკამ.
მოსამართლე ხუჭუას კრიტიკას არ მოერიდნენ არც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც ვლადიმერ ხუჭუას პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.