კრიზისი აზერბაიჯანთან ურთიერთობაში - საქართველო რეგიონში უფუნქციოდ რჩება?

11.12.25 21:21
კრიზისი აზერბაიჯანთან ურთიერთობაში - საქართველო რეგიონში უფუნქციოდ რჩება?

საქართველოს როლი რეგიონში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ოცნების პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორ მეზობელსაც კი უცვლის მიდგომებს. ოფიციალური ბაქო სომხეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე ალაპარაკდა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხია.  ალიევის ხელისუფლება სომხეთში აზერბაიჯანული საწვავის ტრანზიტის გაძვირებას უპასუხოდ არ დატოვებს.

"ოცნებამ" თქვა, რომ სომხეთიდან აზერბაიჯანისკენ ნავთობპროდუქტებს ერთჯერადად უფასოდ გაატარებს, თუმცა ოფიციალური ბაქოსთვის  ბუნდოვანია, რას აპირებს "ოცნება" ტარიფებსა და საბაჟო გადასახადებზე. სავარაუდოდ დღეს ამ საკითხის გარეშე ვერ ჩაივლიდა აზერბაიჯანის პრემიერსა და კობახიძეს შორის შეხვედრა თურქმენეთში. კობახიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანის მტკიცე მოკავშირედ რჩება, მაშინ რითი აიხსნება მეზობელ სახელმწიფოსთან ბოლო დროს გართულებული ურთიერთობა?

აზერბაიჯანი ახლა ალტერნტიულ გზებს ეძებს და იმ მონაკვეთის აღდგენისთვის ემზადება სომხეთთან, რომელიც საქართველოზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლეს. ზუსტად ასე წერს აზერბაიჯანული სამთავრობო მედია. რას ნიშნავს ეს ? - რკინიგზის ხაზის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი გზა აღარ იქნება. ეს გეოპოლიტიკურთან ერთად უდიდეს ეკონომიკურ გამო ზიანს მოგვაყენებს.

აზერბაიჯანთან ურთიერთობაში კრიზისი დიდი ხანია დაიწყო, ამას მოწმობს ბოლო თვეებში დაძაბულობა. საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი მძღოლების შეფერხება და ტვირთებისთვის შექმნილი დაბრკოლებები. ამის შემდეგ უკვე ტარიფების გაზრდა სომხეთში გადასატან ნავთობპროდუქტებზე.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები