ვინ არის ყაველაშვილი? - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი? - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ იმ კანონზე ხელისმოწერას, რომელიც აქციის მონაწილეებს პროტესტს ტროტუარზეც უზღუდავს.
ზურაბიშვილი ამ წუთებში, ხალხთან ერთად რუსთაველის გამზირზე დგას და იმ პარაკლის დაესწრება, რომელსაც არქიმანდრიტი დოროთე აღავლენს.
თავისუფლებას ყოველთვის აქვს თავისი გზა და ვერავინ ვერ გადაუკეტავს ამ გზას თავისუფალ ადამიანებს - ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი? არქიმანდრიტ დოროტეს აქვს სწორი მოწოდება და გვაჩვენებს, რომ თავისუფლებას ყოველთვის აქვს თავისი გზა და ვერავინ ვერ გადაუკეტავს ამ გზას თავისუფალ ადამიანებს. ეს არის ის კატეგორია ადამიანების, ვინც აქ არიან ძალიან მშვიდობიანად და იმისთვის, რომ ილოცონ არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
რეპრესიულ კანონის მიღებსი მიუხედავად, დღეს რუსთაველის გამზირზე ხალხი მაინც გავიდა. პარლამენტის წინ პარაკლისი იწყება. ეს არის პასუხი ოცნების ახალ სადამსჯელო ოპერაციაზე. პარაკლისს და ლოცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა არ სჭირდება - გამოსავალი არქიმანდრიტმა დოროთემ მოძებნა.
ცნობისთვის, "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები "ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ მიიღო, ძალაში კი დღეს შევიდა.
ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება გახდა სავალდებულო.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.