კობახიძე პეტერ ფიშერს ისევ აკრიტიკებს

12.12.25 14:19
კობახიძე პეტერ ფიშერს ისევ აკრიტიკებს

 

 

კობახიძე პეტერ ფიშერს ისევ აკრიტიკებს. ამის შესახებ მან აშხაბადში სამთავრობო მედიასთან ისაუბრა. 

ივანიშვილის გუნდის ლიდერმა გერმანიის ლეჩი პოლიტიკურად მიკერძოებულად მოიხსენია და ოპოზიციის სასარგებლო ქმედებებში დაადანაშაულა.

„ბატონი ფიშერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამის იქით არ ღირს ბევრი რამის თქმა, მას ცოტა ხანში ამოეწურება უფლებამოსილების ვადა და დავიტოვოთ იმედი, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს არა ურთიერთობების გაუარესებაზე საქართველოსა და გერმანიას შორის, არამედ პირიქით, ამ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე. ამის იმედი უნდა დავიტოვოთ. ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ძალიან ხშირად იჭრება ხოლმე პოლიტიკაში ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც მას უწევდა ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც იქნებოდა საზიანო ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მას აღარ მოუნდა ჟურნალისტებთან საუბარი. აბსოლუტურად ცხადია, რომ მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიან რადიკალური ოპოზიციისთვის, - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. "ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა. 

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

 

მსგავსი სიახლეები