კობახიძე თურქმენეთიდან ისეთ ფოტოებს ავრცელებს, სადაც პუტინი არ ჩანს
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში თურქმენეთიდან ფოტოებს ავრცელებს, სადაც რუსი დიქატატორი, ვლადიმერ პუტინი არ ჩანს.
დღეს თურქმენეთში, აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ესწრებოდა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ კი გაავრცელა კადრები, სადაც ლიდერები ფოტოს იღებენ. კადრებში ჩანს, როგორც კობახიძე, ასევე ვლადიმერ პუტინი.