გელაძის მოადგილე არ ამბობს, გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი ხალხის წინააღმდეგ

12.12.25 17:23
გელაძის მოადგილე არ ამბობს, გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი ხალხის წინააღმდეგ

რა ქიმიური ნივთიერებით დაარბიეს საქართველოს მოქალაქეები აქციაზე? - შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამ დრომდე არ ამბობს, გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი გამხსნელ ნივთიერებად წყლის ჭავლში.

  • ცნობისთვის, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, გდდ-ს დეპარტამენტიდან ამოღებულია ტრიქლორეთილენი და პროპილელ გლიკოლი. ექსპერტების თქმით, არსენალში ტრიქლორეთილენის არსებობა უკვე კითვებს იწვევს, რადგან აღნიშნული ნივთიერება არის მძიმე გამხსნელია და მისი გამოყენება იწვევს როგორც ნევროლოგიურ, გეპატოტოქსიურ, ასევე თირკმლის დაზიანებას.

განმარტება ამ საკითხზე გაკეთდა, მე იმაზე მეტს ვერ გიპასუხებთ, რაც გამოძიებამ თქვა. შესაბამისად, გამოძიებამ უპასუხა, რომ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული. 

თითოეულ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით განიმარტა, რომ 2007-2009 წლებში იქნა ეს ნივთიერება შეძენილი ებრაული კომპანიისგან, შესაბამისად სამინისტრომ გამოიყენა ის სპეციალური საშუალებები, რაც გათვალსიწინებულია პოლიციის შესახებ კანონით და იყენებს ყველა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფი ევროპასა და ამერიკაში", - ამბობს დარახველიძე. 

დარახველიძეს ჟურნალისტებმა დღეს ჰკითხეს, შსს-დან უკვე გატანილი და გამქრალია თუ არა ყველა მტკიცებულება, (საუბარია ქიმიური ნაერთებზე) რისი ვარაუდიც სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა გამოთქვა.

კითვას გელა გელაძის მოადგილემ ასე უპასუხა: 

ლაშა შერგელაშვილი [სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი] 2019 წელს წავიდა შსს-დან და 6 წლის შემდეგ იცის, რა განადგურდა და რა არა?! ლაშა შერგელაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ედავება ძალიან სერიოზულ დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, 2019 წლიდან აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საუბრობს, რომ 2025 წლის ბოლოს რაღაცა გავანადგურეთ. ეს არასერიოზულია.

ლაშა შერგელაშვილი იმასაც ამბობდა, რომ კამიტი გამოვიყენეთ და ხალხი დავხოცეთ იქ და რავიცი ...  ბბს-ის ფილმის მთავარი რესპოდენტები იყვნენ ლაშა შერგელაშვილი და ჩახუნაშვილების კვლევა იყო." - განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.