მზადება საგანგებო დებატებისთვის - ევროპარლამენტარები ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ
ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ საგანგებო დებატების გასამართად ემზადებიან- საქართველოში დემოკრატიული კრიზისის არსებობის შესახებ, ევროდეპუტატები ოთხშაბათს იმსჯელებენ.
“პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ევროპელმა პოლიტიკოსებმა უკვე დაანონსეს, რომ მოთხოვნებს შორის საერთაშორისო გამოძიების დაწყებაც იქნება, რომელიც ბიბისის ხმაურიან გამოძიებას შეეხება.
ევროპარლამენტარები მოითხოვენ დადგინეს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ივანიშვილის პარტიამ ხალხის წინააღმდეგ.
მათი თქმით, აუცილებელია, ყველაფერს ნათელი მოეფინოს, რადგან „ქართული ოცნება“ აკრძალული ნივთიერების გამოყენებას უარყოფს, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება სიმართლეში დარწმუნდეს.
ევროპარლამენტში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი სერიოზულად უყურებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მომავალი კვირა ასე ვთქვათ, ქართული კვირა იქნება ევროპარლამენტში. ძალიან შემაშფოთებელი სიახლე გავიგეთ, რაც შეეხება ბიბისის გამოძიებას სავარაუდო ქიმიური გზის გამოყენებასთან დაკავშირებით დემონსტრაციების დროს. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია. დებატების დროს, ბევრი ისაუბრებს ამ საკითხზე და უნდა მოვიფიქროთ, როგორ გამოვიძიოთ და როგორ მივიდეთ სიმართლემდე. ბევრი გვაქვს სასაუბრო, ბევრი გვაქვს სათქმელი , ბევრი რამ გვაქვს გადასაწყვეტი და როგორც ხედავთ, საქრთველო ჩვენ დღის წესრგიშია, როგორ ეს აქამდე იყო. თუ ქართულ ოცნებას არ ეშინია და თავს დამნაშავე არ გრძნობენ , თუ არ გამოუყენებიათ , უკანონო ნივთიერება , პირველ რიგში, მათ უნდა მოითხოვონ საერთაშორისო გამოძების ჩატარება, რომ ჩამოვიდნენ და დასკვნები გააკეთონ. ეს ერთადერთი გზაა. მათ არავინ ენდობა, რა ტქმა უნდა, ისინი უარყოფენ . ჩვენ ეს დაგვაეჭვებს და ხალხიც უფრო დაეჭვდება. მათ ეშინიათ ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება. ეს ძალიან აშკარაა,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა ამბობს, რომ თუ BBC-ის სკანდალური გამოძიება დადასტურდება, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისთვის.
მომავალ კვირას სტრასბურგში, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან დებატებს გამართავს. ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში დემოკრატიის შემაშფოთებელ დაკნინებაზე. დღეს საქართველო ხდება მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სახელმწიფოს შიგნიდან დასუსტებას. “ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა სისტემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები კონტროლდება, ხოლო საზოგადოება რუსული მეთოდების მსგავსად დეზინფორმირებულია.
ასევე განვიხილავთ BBC-ის ბოლოდროინდელ რეპორტაჟს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდება, მას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისთვის. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ასეთი ქმედებები მიუღებელია.
საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოპოზიციამ და პროევროპულმა საზოგადოებამ ნათლად ისაუბრონ ევროპული მომავლისადმი საკუთარ ნებაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამას. საქართველოს დემოკრატიის მომავალი დამოკიდებულია მისი ხალხის მიერ ევროპული ღირებულებების დაცვაზე,- განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.