ერთ პირთან მოლაპარაკებით მიღებული ხელშეკრულებები "ოცნების" ჩინოვნიკის ძმისთვის - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

12.12.25 17:47
ერთ პირთან მოლაპარაკებით მიღებული ხელშეკრულებები "ოცნების" ჩინოვნიკის ძმისთვის - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

ხელშეკრულებები "ოცნების" ჩინოვნიკის ძმისთვის - "ტვ პირველმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ჩოხატაურში ერთ პირთან მიღებული  მოლაპარაკებით ხელშეკრულებებს იღებს კომპანია შპს "მწვერვალი", რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე თოლორდავა, ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ლაშა თოლორდავას ძმაა.

დოკუმენტების მიხედვით, შპს "მწვერვალი" ხელშეკრულებებს 2019 წლიდან იღებს, მას შემდეგ რაც კომპანიის უფროსის ძმა, ლაშა თოლორდავა ფრაქციის თავმჯდომარე გახდა.

შპს "მწვერვალი" სხვადასხვა ტიპის სამუშაობს ასრულებს, მათ შორის საბავშვო ბაღებისთვის, ოღონდ ძირითადად სულ ჩხატაურის მუნიციპალიტეტში - ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამ კომპანიამ სხვა მუნიციპალიტეტში სცადა ტენდერის მიღება იყო სამტრედია, თუმცა იქ ტენდერი ელექტრონულად გამოცხადდა და წააგო. 

"დღეს "პირველების" გადამღებმა ჯგუფმა ჩოხატაურში ის სამუშაოები დავათვალიერა, რომელიც შპს "მწვერვალს" ზემო ერკეთში, საბავშვო ბაღში უნდა განეხორიცელებინა, თუმცა ადგილზე მისულს აშენებული საპირფარეშოები დახკეტილი დახვდა, ბაღის ღობე კი ავარიულ მდგომარეობაში.

"პირველებმა" ასევე გაარკვია, რომ "ოცნების" ჩინოვნიკის ძმის კომპანიას პირველ დეკემბერს მისცეს ასევე ახალი ხელშეკრულება, ასევე ტენდერს გარეშე ამჯერად სოფელ გოგოლესუბნის სკოლის რეაბილიტაციისთვის, თუმცა იქ ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა. 

ალბათ დაიწყებენ ორშაბათიდან სამუშაოებს. რა უნდა გაკეთდეს არვიცი, კი ვიცი როგორ არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ რატომ უნდა მოგცეთ ინფორმაცია. ორი თვეა ვადა, რომ სამუშაოები უნდა დასრულდეს", - ამბობს სკოლის დირექტორი.  

"პირველები" კითხვებზე პასუხის გასაცემად შპს "მწვერვალის" ხელმძღვანელს, ალექსანდრე თოლორდავას და მის ძმას, ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ლაშა თოლორდავას დაუკავშირდა

არავის მოსაცემი არაფერი მჭირს, შენ ამბობს ახლა ტყუილს. სამტრედია იმიტომ ვერ მივიღე, რომ ვერ გავიმარკვე" - უთხრა ალექსანდრე  თოლორდავამ "პირველებს" 

ეგ კომპანია არის 2013 წლიდან. მიმართეთ მას და მერიას. მერე რა რომ ჩოხატაურის იქით ვერ მიდის. შეიძლება აძლევენ ტენდერებს, მერე რა, რა პრობლემაა", - ამბობს ლაშა თოლორდავა. 

ადგილობრივი ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები  ნეპოტიზმით საქმეების კეთებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. 

არანაირ კორუფციას არ ებრძვიან ესენი. წინა ღარიბაშვილის კორუფცია გადმოიბარა კობახიძემ", - ამბობს ენმ-ს წევრი,  თათია ნიკოლაშვილი. 

ყოველგვარი კონკურსის და ტენდერის გარეშე ჩოხატაურის მერიამ, საკრებულოს წევრის ოჯახის წევრს გაუფორმა ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ეს არის ნათელი მაგალითი კორუფციული გარიგებსი და ასეთ ხელშეკრულებებს უნდა იძიებდეს მდინარაძის სამსახური", - აცხადებს ბესო დონაძე.

 

მსგავსი სიახლეები