ირანში პანაშვიდის არ იყოს, სადაც პატიჟებენ, ყველგან დადიან - ნოდარ ხარშილაძე
ძალიან შეწუხებულები არიან ამ საერთაშორისო იზოლაციით და ირანში პანაშვიდის არ იყოს, სადაც პატიჟებენ, ყველგან დადიან, - ასე აფასებს ექსპერტი, ნოდარ ხარშილაძე აშხაბადში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფება.
ხარშილაძე მიიჩნევს, რომ იმ ფორუმბზე სიარული, სადაც პუტინიც ჩადის, არის გეოპოლიტიკური ვექტორის გადალაგება უკვე დასავლეთიდან რუსეთისკენ.
“ნებისმიერი თავის მართლება, რომ ამისთვის და იმისთვის ვიყავი, მხოლოდ სიტყვებია,“ - ამბობს ექსპერტი.
ძალიან შეწუხებულები არიან ამ საერთაშორისო იზოლაციით და ირანში პანაშვიდის არ იყოს, სადაც პატიჟებენ, ყველგან დადიან, რაც საკმაოდ ტლანქი ადა არაპროფესიონალური მიდგომაა, იმიტომ რომ შედეგით არ მთავრდება. ეგ რა განცხადებაა, ევროპა, რომელიც განვითარებაში და წინსვლაში გვეხმარება, ყოფილა მტერი და პუტინი, რომელიც ტერიტორიებს გვართმევს და მსოფლიო ნორმალურ ქვეყნების მიერ, აღირებულია აგრესორად, ყოფილა მეგობარი. ასე გამოდის, რადგან ისეთ ფორუმებზე დადის, სადაც ჩადის პუტინი. შესაბამისად, ეს არის გეოპოლიტიკური ვექტორის გადალაგება უკვე, დასავლეთიდან რუსეთისკენ. არაფერი აღარ არის უკვე დამალული, რომ არა ვართ ისეთი, რა არა ხარ, აგერ პუტინთან ერთად დგეხარ და სურათი გაქვს გადაღებული, 2025 წლის ბოლოს, როცა ცივილიზებული სამყარო თვლის რომ ის ჩვეულებრივი აგრესორია, შესაბამისად, ნებისმიერი თავის მართლება, რომ ამისთვის და იმისთვის ვიყავი, მხოლოდ სიტყვებია - აცხადებს ხარშილაძე.
ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. "ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.