დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - ზურაბიშვილი

12.12.25 17:38
 დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, უთხრან „არა“ „კობახიძის და პუტინის ერთად დგომას“.

„დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. "ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა. 

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

 

მსგავსი სიახლეები