ხალხის მოწამვლის საქმე - კითხვების 11 დღე და არცერთი კონკრეტული პასუხი

12.12.25 20:37
ხალხის მოწამვლის საქმე - კითხვების 11 დღე და არცერთი კონკრეტული პასუხი

დღემდე უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა - რა ნივთიერებით არბევდნენ დემონსტრანტებს გასული წლის ნოემბერ–დეკემბერში. ტრიქლორეთილენის გამოყენების საკითხი კვლავ ღიად არის დატოვებული. ერთ კვირაში, სხვადასხვა დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯერ მივმართეთ კითხვით, რა დანიშნულებით ინახებოდა ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელობისთვის მძიმე რისკებს შეიცავს და კიბოს, ცენტრალური ნერვული სისტემის, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანებას უკავშირდება, თუმცა უწყებისგან პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია.

ქიმიური მოწამვლის საქმეზე დუმილს ინარჩუნებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეც. იგი განმარტებების ნაცვლად მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე მიუთითებს, რომელმაც გამოძიება ხუთ დღეში დაასრულა, თუმცა არც დოკუმენტაცია და არც რაიმე მტკიცებულება საჯაროდ არ წარუდგენია.

შეკითხვაზე, გაანადგურა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა უწყების წინააღმდეგ მთავარი სამხილი იყოს, დარახველიძე კვლავ სუსთან გვამისამართებს. ამაე დროს, ეჭვი შესაძლო მტკიცებულებების განადგურების შესახებ „ტვ პირველთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილმა უფროსმა გამოთქვა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, შსს-ში მტკიცებულებების განადგურება ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც BBC-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ქართულ ოცნებას“ ფილმის არსებობის შესახებ აცნობა.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები