თინა ხიდაშელი: ამაზრზენია, როდესაც ვერ ბედავ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვო - რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია?

13.12.25 11:26
თინა ხიდაშელი: ამაზრზენია, როდესაც ვერ ბედავ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვო - რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია?

თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის აშხაბათში ვიზიტს და "ოცნების" პრემიერის ვლადიმერ პუტინთან ერთად გამოჩენას, სოციალურ ქსლეში ვრცელი პოსტით ეხმაურება.

ხიდაშელი ამბობს, რომ "ოცნებამ" არჩევანი არ დაიტოვა, ამიტომაც "ოღონდ სადმე დაუძახონ ყველგან გარბის", ამიტომაც უწევს "პუტინის გარემოცვაში ყურყუტი". 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ისტორიაში ყველაზე უფრო ამაზრზენია, როდესაც პუტინის გამოსვლის დროს კობახიძემ დარბაზის დატოვებაც კი ვერ გაბედა.

ხიდაშელი საუბრობს ირაკლი კობახიძის სიტყვაზეც და ამბობს, რომ ის სტატუსკვოს აღიარება და მასთან შეგუებაა.

"მიმდინარე ოკუპაცია" არ არის მშვიდობა;  "მიმიდინარე ოკუპაცია ომია"- ეუბნება კობახიძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. 

  • რა თქვა კობახიძემ - "ჩვენ ორი ისტორიული რეგიონის  მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს" 

ამიტომაც, ხიდაშელს ახლა აინტერესებს რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია და რა არის ალტერნატივა. 

გახსოვდეთ ყველაფერი კონტექსტია!
კობახიძის ამ თურქმენული თავგადასავლის პრობლემა ის კი არ არის რომ 
- თურქმენეთში ჩავიდა
- ან ის რომ ამ ფოტოზე პუტინიც არის. 
პრობლემა სხვაგან არის, სახელმწიფოს პირველ პირს ხან თურმენეთში მოუწებს ჩასვლა და ხან საფრანგეთში. პრობლემა ის არის მხოლოდ ამათ არჩევანში მხოლოდ თურქმენეთი აქვთ, ცოტა პეკინი, თეირანი და ალბათ ტაშკენტშიც დაპატიჟებენ. ეს კი მთლიანად ივანიშვილი-კობახიძის სინდისზეა:
🟣 ის რომ საქართველო ამ არეულ მსოფლიოში მარტოა, პარტნიორების და მეგობრების გარეშე;
🟣 ის რომ მსგავს ფორუმებზე უწევს სიარული, იმიტომ რომ სხვა სივრცე აღარ დატოვა, სხვა სამოქმედო არეალი მას არა აქვს;
🟣  ის რომ არჩევანის საშუალება არ დაიტოვა და ოღონდ სადმე დაუძახონ ყველგან გარბის, ამიტომ ხან სიკვდილი ამერიკას შეძახილების მოსმენა და მასში მონაწილოება უწევს, და ხან პუტინის გარემოცვაში ყურყუტი 🙁
მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენი მთელს ამ ისტორიაში ის არის, რომ თუ მაინცდამაინც იქ ხარ, ვერც იმას ბედავ რომ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვო, მის სიტყვებზე ტაშის გრიალს შემო "მოკრძალებული" ტაში არ შეუერთო და ამ ფოტოდან გაქრე, ის რამდენიმე წუთი რომელიც შენია და მიკროფონს არავინ გაგითიშავს, მაშინაც ვერ ახერხებ იყო სუვერენული ქვეყნის პირველი პირი. 
🟣 "მიმდინარე ოკუპაცია" არ არის მშვიდობა;
🟣 "მიმიდინარე ოკუპაცია: ომია;
🟣 უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები შენს ტერიტორიაზე ასევე ომია;
🟣 შენი მიწის გახლეჩვა და მიტაცებულის სახელმწიფოებად გამოცხადება ასევე ომია;
🟣 და ეს სიტყვები რომელიც კობახიძეს ეკუთვნის და ამ ფოტოზეა, სტატუსკვოს აღიარება და მასთან შეგუებაა. 
📌      საქართველოს "ეგზისტენციალური პრიორიტეტი" მისი თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, სხვა ეგზისტენციალური პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანას არ აქვს, იმიტომ რომ მას ყავს მტერი, რომელიც იმავე დარბაზში იყო, და რომლის ჯარის ჩვენს მიწაზე დგომაც მისი არსებობისთვის "ეგზისტენციალურ" საფრთხეს წარმოადგენს. 
მაგრამ ამ ბეჩავისთვის 
🟣 პუტინით თუ მის გარეშე სადმე დაპატიჟება მისი აღიარების თამაშის ნაწილია და გააგრძელებს ამ სამარცხვინო ფორმატებში მონაწილოებას

მთავარი კითხვა კი იგივე რჩება
📌 რას უპირისპირებს ამას ქართული პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი; 
📌 რა არის ალტერნატივა რომელსაც ამ სახელმწიფოებრიობის კვდომისგან გასათავისუფლებად სთავაზობს ქვეყანას" - ხიდაშელი.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს დაესწრნენ

მსგავსი სიახლეები