გავრილოვის გამო "ოცნებამ" კინაღამ ხელისუფლება დაკარგა და ახლა კობახიძე პირდაპირ პუტინს ეახლა თურქმენეთში - რუხაძე

13.12.25 13:16
გავრილოვის გამო "ოცნებამ" კინაღამ ხელისუფლება დაკარგა და ახლა კობახიძე პირდაპირ პუტინს ეახლა თურქმენეთში - რუხაძე

 

 

გავრილოვის გამო "ოცნებამ" კინაღამ ხელისუფლება დაკარგა და ახლა კობახიძე პირდაპირ პუტინს ეახლა თურქმენეთში - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე "პირველებთან" საუბრობს.

მისიი თქმით, გავრილოვი პუტინთან შედარებით მეასე ხარისხის ფიგურა იყო და მაშინ, 2019 წელს, მისი თბილისში ჩამოსვლა ქარტველმა ხალხმა არ მოითმინა. 

რაც შეეხება აშხაბადში ვიზიტს, რუხაძე ამბობს, რომ "ოცნება" იმდენად იზოლაციაშია, რომ  ჩრდილო კორეაშიც რომ დაპატიჟონ იქაც ჩავა. 

სადაც დგანან კრემლის მეგობრები, იქ დგას ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი - ამბობს რუხაძე. 

"ქართული ოცნება" იმდენად არის იზოლირებული, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც დაპატიჟებენ, თურქმენეთი იქნება თუ ჩრდილო კორეა, ჯერ არ დაუპატიჟებია ჩრდილო კორეას, მაგრამ რომ დაპატიჟოს, იქაც წავა დარწმუნებული ვარ კობახიძე, რომ ყველგან მიდიან, იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ის უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, აი ამ ნეტრალიტეტის ფორუმზე საერთოდ არაფერი ესაქმებოდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, ის არის რუსული ხელისუფლების, კრემლის ნაწილი და შესაბამისად, სადაც არის რუსეთის ინტერესები, სადაც დგანან კრემლის მეგობრები, იქ დგას ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი. ეს ბევრად უფრო უარესი რამეა, ვიდრე გავრილოვის ჩამოსვლა თბილისში 2019 წელს. გავრილოვი მეასე ხარისხოვანი პერსონა იყო და იმის გამო კინაღამ დაკარგა "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება. ახლა კი პირდაპირ პუტინს ეახლა თურქმენეთში", - ამბობს რუხაძე.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს დაესწრნენ.  

მსგავსი სიახლეები