ნეიტრალიტეტის ფორუმში მონაწილეობის მინიშნება ის არის, რომ "ოცნება" ამ საკითხზე მუშაობს - ხარშილაძე
თვითონ ნეიტრალიტეტის ფორუმში მონაწილეობის მინიშნებაც ის არის, რომ "ქართული ოცნება" მუშაობს ამ საკითხზე, ცდილობენ ამ იდეის შემოგდებას - ჯერ წარუმატებლად - ამის შესახებ "პირველებთან" ექსპერტი ნდოარ ხარშილაძე საუბრობს, რითაც ირაკლი კობახიძის აშხაბადში ჩასვლას და პუტინთან ერთად მის გამოჩენას ეხმაურება.
ხარშილაძის თქმით, მაშინ, როცა რუსეთს მისი მეგობარი სახელმწიფოებიც კი გაურბიან, საქართველოს მთავრობის დღევანდელი წარმომადგენლები ოკუპანტ სახელმწიფოს "ეტენებიან" .
შედეგი არის ის, რომ სრულ იზოლაციაში ვართ და აშხაბადის და თეირანის გარდა არსად აღარ ჩაგვესვლება - ამბობს ხარშილაძე.
პრობლემა ის არის, რომ თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი არ არსებობს და ჩვენ დაკარგული ტერიტორიებით ნეიტრალიტეტი ვერ ვიქნებით. აი ეს არის ის გზა, რომელიც ძალიან სწრაფად გაიარა "ქართულმა ოცნებამ" და კერძოდ, ირაკლი კობახიძემ შეუწყო ამას აქტიურად ხელი, რომ ბრიუსელიდან ჩვენ აღმოვჩნდით აშხაბადში და ვოლსკის განცხადება ზევიდან, რომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ჩვენი ბედი წყდებაო. ჯერ ჩვენი ბედი თბილისში უნდა წყდებოდეს, აქედან უნდა დავიწყოთ და მერე თუ სადმე გვინდა ჩვენი ბედის განხილვა, ჩვენ პარტნიორებთან, ნორმალურ, დალაგებულ და მდიდარ ქვეყნებთან მაინც გავიაროთ, რა ჯანდაბა გვინდა ამ რუსეთთან, რომელსაც უახლესი მეგობრები - სომხეთი და ყაზახეთი გაურბიან დღეს, ჩვენ კიდე ვეტენებით. შედეგი არის ის, რომ სრულ იზოლაციაში ვართ და აშხაბადის და თეირანის გარდა არსად აღარ ჩაგვესვლება", - ამბობს ხარშილაძე .
ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ერთად დაესწრნენ.