კობახიძე და მისი რეჟიმი აშხაბადით ცდილობს ჩაანაცვლოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები - გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე და ივანიშვილის გუნდი აშხაბადით ცდილობს ჩაანაცვლოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები და სწორედ ამის დადასტურება იყო "ოცნების" პრემიერის გამოჩენა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმში მონაწილეობა და იქ ვლადიმერ პუტინთან ერთად ყოფნა.
იმ ფონზე, როდესაც ევროპული კავშირის არცერთი სახელმწიფო და არცერთი ლიდერი არ ელის, არც კობაიძესთან და არც მის ე.წ. მინისტრებთან შეხვედრას და რაიმე ფორმის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირის დაკავებას, ასეთ პირობებში კობახიძეს და მის რეჟიმს ალტერნატიული ლეგიტიმაციის წყაროს შექმნა სურს და აშხაბადი ამსი გამოხატულებაც არის. მაგრამ ისევ, ფუნდამენტური პრობლემა არის სწორედ იმაში, არა აშხაბადში ცალკეულად, არამდე იმაში, რომ კობახიძე და მისი რეჟიმი აშხაბადით ცდილობს ჩაანაცვლოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები, ნამდვილი მშვიდობის და კეთილდრეობსი შანსი", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ერთად დაესწრნენ.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი გაიმართა, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა.