საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება - ნინო დოლიძე კობახიძის აშხაბადში ვიზიტზე

13.12.25 15:54
საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება - ნინო დოლიძე კობახიძის აშხაბადში ვიზიტზე

საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება - ასე აფასებს ს„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ირაკლი კობახიძის ვიზიტს აშხაბადში და "ოცნების" პრემიერის  ვლადიმერ პუტინთან ერთად ყოფნას მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმზე.

დოლიძე ამბობს, რომ თუკი "ოცნება" ადრე საუბრობდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ევროინტეგრაციისკენ მაინც მიდის, ახლა უკვე ძალიან მკვეთრი და ცხადი გახდა, რომ ეს ასე არ არის. 

ვხედავთ, რომ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება და მედია, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი. ფაქტიურად პროტესტის აკრძალვას ცდილობენ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით. და ამ ყველაფერს ემთხვევა ის, რომ ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. თუკი ისინი ადრე საუბრობდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიდის მაინც, ახლა უკვე ძალიან მკვეთრი და ცხადი გახდა, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვხედავთ, ერთის მხრივ "ოცნების" მხრიდან ჩვენი ევროპელი თუ საერთაშორისო, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას და ამავე დროს ვხედავთ, რომ ისინი სხვადასხვა ფორუმებში თუ შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას, რომელიც კიდევ უფრო აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციას", -ამბობს ნინო დოლიძე. 

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ერთად დაესწრნენ.  

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი გაიმართა, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები