ექსკლუზივი: ივანიშვილის ბიზნესი რუსეთში - რისთვის გააცოცხლა საბანკო ანგარიშები?

13.12.25 21:09
ექსკლუზივი: ივანიშვილის ბიზნესი რუსეთში - რისთვის გააცოცხლა საბანკო ანგარიშები?

დიდი ფულის საეჭვო ბრუნვა "შაბათის ეთერმა" ბიძინა ივანიშვილის რუსულ კომპანიაში აღმოაჩინა - მოსკოვში მოქმედ "აკვა სფეისს" მილიარდერი, დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზე გაფორმებული და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.

  • რუსული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს წლების განმავლობაში ოლგა ბოროვიკოვასთვის აქვს ჩაბარებული, ფულის მინიმალური ბრუნვით განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს იქცევდა. "შაბათის ეთერმა" მოძებნა ამ კომპანიის 2023 და 2024 წლების ფინანსური დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ ოლიგარქის რუსული "აქვა სფეისის" ანგარიშებზე, ბოლო 2 წელიწადში, დიდი ფულის ბრუნვა დაფიქსირდა.

რა ოპერაციები ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა მისი მოსკოვური კომპანიის ანგარიშებით, ამის შესახებ

დიდი ფულის საეჭვო ბრუნვა "შაბათის ეთერმა" ბიძინა ივანიშვილის რუსულ კომპანიაში აღმოაჩინა. მოსკოვში მოქმედ "აკვა სფეისს" მილიარდერი, დისშვილის კახა კობიაშვილის სახელზე გაფორმებული და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.

რუსული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს წლების განმავლობაში ოლგა ბოროვიკოვასთვის აქვს ჩაბარებული, ფულის მინიმალური ბრუნვით განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს იქცევდა. "შაბათის ეთერმა" მოძებნა ამ კომპანიის 2023 და 2024 წლების ფინანსური დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ ოლიგარქის რუსული "აქვა სფეისის" ანგარიშებზე, ბოლო 2 წელიწადში, დიდი ფულის ბრუნვა დაფიქსირდა.

რა ოპერაციები ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა მისი მოსკოვური კომპანიის ანგარიშებით, ამის შესახებ დოკუმენტებში საუბარი არ არის, თუმცა მიმოქცევის სიხშირე საეჭვოდ ემთხვევა, მილიარდერისთვის სანქციების დაანონსებასა და ამ სანქცირებისგან თავის არიდების სპეცოპერაციას, რომელიც ოლიგარქმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. ჩნდება კითხვა, ქონების ნაწილი, რომლსაც ივანიშვილი ევროპაში ინახავდა, საქართველოსთან ერთად, ხომ არ გადამალა მოსკოვშიც?!

დოკუმენტებით ვადგენთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე აქვს ოფისი მოსკოვში, კრონშტდადსკის ბულვარის შვიდ ნომერში, ბოლო 2 წელიწადში კი მიძინებულ კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა ექვსამდე გაზრდა.

რას საქმიანობს ბიძინა ივანიშვილის მოსკოვური კომპანია?! დოკუმენტების თანახმად, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, "აქვა სფეისის" ძირითადი ფუნქცია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და გაქირავებაა.

მონაცემების დამუშავებით ვადგენთ:

  • ივანიშვილის ქონება რუსეთში სამ ნაწილად იყოფა. ერთი - ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის, მეორე ვილა სავრასოვის ქუჩაზე, უტა ივანიშვილს. ტერიტორიების ნაწილი, მოსკოველი მილიონერების უბანში, ხელოვნური ტბებითა და ასწლოვანი ხეებით კი მისი რუსული კომპანიის "აქვა სფეისის" სახელზეა გაფორმებული.

ირკვევა ისიც, რომ მოსკოვის მეტროს თანამშრომლების დასასვენებელი პანსიონი,  ივანიშვილის საკუთრებად იქცა და ის ოლიგარქმა სასამართლოს გზით დაიბრუნა. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2025 წელს, ბერა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირად დაარეგისტრირა. 

ივანიშივლის ბიზნესი რუსეთში - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები