ქალების აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან
თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები "ქართული ოცნების" პოლიტიკას და იმ კანონებს აპროტესტებენ, რომლებიც პროტესტს ზღუდავს.
ადგილზე იმყოფებიან, ქალები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს და გაასამართლეს.
ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა სახის ბანერები - "სანქცია ოცნებას", "ოცნებამ მოგვწამლა".
"ოცნება ჩვენი შვილების მომავალს აშხაბათში ხედავს, მისი ლიდერების შვილების კი ამერიკაში" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს სრულიად უკანონოდ იმყოფება ციხეში, მათ შორის სისხლის სამართლებრივი წესით”, - თქვა მარიკა არევაძემ ევროკავშირის საელჩოსთან გამართულ აქციაზე.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ლიდერების დასანქცირებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლები.
დემონსტრანტები გეგმავენ, რომ მსვლელობით ფილარმოიასთან შეკრები მოქალაქეებს შეუერთდნენ - მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ.