მზია ამაღლობელი ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

13.12.25 18:27
მზია ამაღლობელი ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოცხადდა.

  • მზია ამაღლობელი 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აერთიანებს მედიის საკითხებზე და მედიის წარმომადგენელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას საქართველოში.

 

მსგავსი სიახლეები