ფულის ამოღება? - რატომ გარბიან ბიზნესმენები ქვეყნიდან

13.12.25 20:51
ფულის ამოღება? - რატომ გარბიან ბიზნესმენები ქვეყნიდან

დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი კვირას სოფელ საღოლაშენში მეუფე იობმა აკურთხა. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმის ყოფილი შეფი "ხარება" საპატიო სტუმარი იყო. ის ქტიტორია, ტაძრის აღმშენებელი. "ხარებასთან" ერთად მიწვეულ სტუმართა შორის იყო ვახო გომელაური, თუმცა არსად ჩანდა მიტროპოლიტის მიერ მეორე ქტიტორად დასახლებული ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით ის ქვეყნიდან წავიდა. 

ბიზნესმენი სლავა შერაზადაშვილი "ქართულ ოცნების" მმართველ გუნდთან დაახლოებული მილიონერია. მის კომპანიებზე სახელმწიფოს შესყიდვების მსხვილი წილი მოდიოდა: 

  • 2023 წლის ოქტომბერში, სახელმწიფომ ბიზნესმენ შერაზადიშვილის კომპანიას ერთ ერთი უმსხვილესი დაკვეთა მისცა. მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. "საბა კონსტრაქშენს", რომლის ერთადერთი მფლობელი სლავა შერაზადიშვილია, ჯამში 355 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმეს. ბათუმის იერსახის გაუმჯობესებისთვის მან 200 მილიონი ლარი, ბორჯომის იერსახის გაუმჯობესებისთვის 100 მილიონი ლარი, ყაზბეგის იერსახისთვის - 40 მილიონი ლარი მიიღო.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მთავრობის პარნტნიორი კომპანიის მფლობელი ქვეყნიდან სწორედ დაკავების საფრთხის გამო წავიდა. ძლევიჯვარში, პირად საუბრებში ამბობენ, მას ფულის მიტანა სთხოვეს.

  • მილიარდ 455 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ტენდერმონიტორის მონაცემებით სწორედ ეს თანხა აქვს მიღებული "ხარებასთან" ერთად თაძრის მშენებელ ქტიტორს. მათ შორის ბიზნესმენის კომპანიამ პირდაპირი მიყიდვის წესით ტენდერის გარეშე ბიუჯეტიდან  94 მილიონზე მეტი მიიღო. 

ქვეყნიდან  წასული ბიზნესმენი შერეზადიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის და სახელმწფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. ჩუბინიძე ადასტურებს რომ მილიარდ ნახევრიანი სამშენებლო ბიზნესის მფლობელმა ქვეყანა დატოვა. 

  • ანზორ ჩუბინიძე ვერ უარყოფს, რომ მისი მეგობარ ბიზნესმენს ოცნების ძალოვანებთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჩუბინიძე არ ამბობს ,გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები "საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებლის ქვეყნიდან გაქცევის მიზეზი.

რატომ გარბიან ბიზნესმენები? - თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები