უშაკოვი: მოსკოვი არ მიიღებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში უკრაინისა და ევროპის შესწორებებს

14.12.25 16:39
უშაკოვი: მოსკოვი არ მიიღებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში უკრაინისა და ევროპის შესწორებებს

მოსკოვი, სავარაუდოდ, არ მიიღებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში იმ შესწორებებს, რომლებიც უკრაინასა და ევროპას შეიძლება შეეტანათ. ამის შესახებ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, უკრაინელებისა და ევროპელების წვლილი ამ დოკუმენტებში, სავარაუდოდ, კონსტრუქციული არ იქნება. თუ შესაბამისი შესწორებები იქნება, ჩვენ ძალიან მკაცრი წინააღმდეგობა გვექნება… ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ რაიმე კარგი იყოს“, — თქვა მან.

უშაკოვის თქმით, უკრაინაში დემილიტარიზებული ზონის შექმნის „კორეული“ მოდელი არც განიხილებოდა და არცერთხელ განხილულა მოლაპარაკებებში. ეს ვარიანტი გულისხმობს მხარეების მიერ ჯარების ორმხრივ უკან დახევას ფრონტის ხაზზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნას, სადაც არცერთ მხარეს არ ექნება სამხედრო ან სამოქალაქო კონტროლი.

ჩვენ ეს ერთხელაც არ განგვიხილავს. განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც გრძელვადიან დარეგულირებას ეხება, და ამერიკელებმა ჩვენი მიდგომები იციან… ხოლო კორეულ თემაზე პირდაპირი „კოპირება“ - ეს არასდროს განხილულა, მე ამის შესახებ არც მსმენია,- განაცხადა მან.

უშაკოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინას არცერთ შემთხვევაში არ გამოუვა ყირიმის დაბრუნება და ნატოში გაწევრიანება.

„არცერთი ამათგანი არ გამოუვა. ყირიმთან დაკავშირებით - ეს ბეტონივით მყარია, 1 000 000%, რომ არ გამოუვა. ნატოზე კი, ვფიქრობ, ასევე 1 000 000%, რომ არ გამოუვა“, - თქვა უშაკოვმა.

მსგავსი სიახლეები