მოსკოვური ოფისი და მილიარდიანი ბრუნვა - რა მიზნით გადაისროლა ფულის ერთი ნაწილი ივანიშვილმა მოსკოვში?

14.12.25 20:25
მოსკოვური ოფისი და მილიარდიანი ბრუნვა - რა მიზნით გადაისროლა ფულის ერთი ნაწილი ივანიშვილმა მოსკოვში?

რა მიზნით გადაისროლა ფულის ერთი ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვში? შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ოლიგარქის რუსულ კომპანიაში ფინანსური ნაკადების საეჭვო ზრდა. "აკვა სფეისი", რომელიც 2023 წლამდე პრაქტიკულად მიძინებული იყო, ივანიშვილმა იმ დროს გააქტიურა, როცა სანქციებისგან გაქცევის სპეცოპერაცია დაიწყო და ქონების დიდი ნაწილი ქართულ კომპანიებზე გადმოიტანა. ფინანსურრი დოკუმენტები აჩენს ეჭვს, რომ ფულის ერთი ნაწილი ივანიშვილმა მოსკოვში დააბინავა.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დოკუმენტებით დაადგინეს რომ კაცი, რომელიც 2012 წელს ამტკიცებდა, რომ რუსეთთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, დღემდე ფლობს ოფისს მოსკოვში, ბოლო ორ წელში კი თანამშრომლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა, და მილიარდ რუბლს აღწევს ფულის ბრუნვა, რომელიც კომპანია "აკვა სფეისს" აქვს. მოსკოვურ კომპანიას ივანიშვილი, დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზე გაფორმებული ოფშორული კომპანიის საშულაებით ფლობს.

ივანიშვილების ქონება რუსეთში სამ ნაწილადაა დაყოფილი: ეკატერინე ხვედელიძის სახელზეა მიწების ერთი ნაწილი. ვილა გაფორმებულია უტა ივანიშვილზე. მოსკოველი მილიონერების უბანში ტერიტორია, ტბები და ასწლოვანი ხეებით კი ოლიგარქის კომპანიაზე. სატელიტური და 3D რუკების შესწავლით დგინდება, რომ ქონების ნაწილი გასულ წელს არის მიერთებული. დღემდე რუსეთის მოქალაქეა ბერა ივანიშვილი.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები