ემზადება თუ არა ივანიშვილი დასავლეთთან პოლიტიკური გარიგებისთვის?

14.12.25 20:04
ემზადება თუ არა ივანიშვილი დასავლეთთან პოლიტიკური გარიგებისთვის?

ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ახალი კითხვები გააჩინა - შეიძლება თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი ერთგვარ პრეცედენტად იქცეს და ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან შესაძლო გარიგების თემად პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოიყენოს?

ოპოზიციისა და უფლებადამცველების შეფასებით, ქართულ ციხეებში მყოფი პოლიტიკური და სინდისის პატიმრები დასავლეთის რეაგირებას ელოდებიან და მათ შორის არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შესაძლოა, მზად იყოს მათი თავისუფლებით ივაჭროს, თუ ეს მისთვის სანქციების თავიდან არიდებას, გავლენის შენარჩუნებასა და პირადი ინტერესების დაცვას ნიშნავს.

პრეცედენტად მოჰყავთ ბელარუსის შემთხვევა - გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკომ ერთ გადაწყვეტილებით 120-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა, ხოლო ეს ნაბიჯი აშშ-თან მიღწეულ შეთანხმებებს უკავშირდებოდა, რომლის ფარგლებში სანქციების ნაწილის შემსუბუქებაც განიხილებოდა. ამ ფონზე, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თბილისში ივანიშვილის გუნდშიც შეიძლება, გაჩნდეს გათვლა - როგორ გადაიქცეს პატიმრების თემა დასავლეთთან მოლაპარაკების ინსტრუმენტად.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები