ძალიან იმედგაცრუებული ვარ! გამოსავალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - კესტუტის ბუდრისი "ოცნებას"
საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ბუდრისი ამბობს, რომ იმედგაცრუცებულია "ოცნების" ქმედებების გამო, მათ შორის პოლიტიკური ოპოზციიისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიღებული ზომებით.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ვხედავ ამ მიდგომას! იმედი მაქვს, რომ ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველო? - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც მოვუწოდებდით ერთი წლის წინაც. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესის სანდოობა საქართველოში და ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და შემდეგ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევვაში, ჩვენ ვხედავთ უკუსვლას, დემოკრატიულ უკუსვლას და ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. განსაკუთრებით იმ მოლოდინების გათვალისწინებით, რაც ქართველ ხალხს აქვს, ვინც საქართველოს ევროკავშირის წევრობის დიდი მხარდამჭერები არიან.
მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზციიისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ვხედავ ამ მიდგომას. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარადაჭერას და იმედი მაქვს, რომ ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადავხედავს სტრატეგიას, სად არის საქართველო? და როცა ასეთი გეოპოლიტიკურიი ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვააა? თბილისშიც მათ შორის. სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - ამბობს ბუდრისი.