მზადდება თუ არა ახალი ბრალი ღარიბაშვილის წინააღმდეგ?
ეძებს თუ არა პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალ მტკიცებულებებს - ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ ახალი ბრალის ან სხვა ბრალის მამტკიცებელი ახალი მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს.
რაც შეეხება პროცესის გადადებას, გელაშვილის თქმით, გვარაკიძის უწყებამ დროის გახანგრძლივება სავარაუდოს ბანკებიდან ინფორმაციის გამსოათხოვად და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებებიის ჩასატარებლად ითხოვა.
გამოძიებამ ითხოვა გაგრძელება და პროცესი მემგონი ჩანიშნულია 12 თებერვალს. მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ითხოვა კიდევ ვადა. რატომ და რისთვის - მათ უნდა მიმართოთ. ახალი ბრალის ან სხვა ბრალის მამტკიცებელი ახალი მტკიცებულება არ არის. უბრალოდ ინფორმაციები იყო გამოსათხოვი ბანკებიდან და ა.შ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ითხოვს გარკვეულ დროს და ამიტომ ითხოვეს ვადის გაგრძელება. ჩანიშნულაი პროცესი 12 თებერვას", - ამბობს ლილი გელაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის ხვალ ჩანიშნული პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო.
როგორც ექსპრემიერის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი "პირველებს" ეუბნება, პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით მიმართა.