"ევროკავშირი რეგრესს განიცდის" - წილოსანი პარტნიორების წინააღმდეგ

15.12.25 14:19
"ევროკავშირი რეგრესს განიცდის" - წილოსანი პარტნიორების წინააღმდეგ

"ევროკავშირი რეგრესს განიცდის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებული შეხვედრა საქართველოს საკითხზე დეზინფორმაციის გავრცელებისა და ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.

წილოსანი ირწმუნება, რომ აღნიშნული შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული. 

„ჩვენ ვხედავთ ამერიკის პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს იმ სამწუხარო რეგრესზე, რასაც ევროკავშირი განიცდის. ბიუროკრატია ემსახურება არა ევროპელ ხალხს და წევრ სახელმწიფოებს, არამედ სულ სხვა მიზნებს. ამიტომ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ. თუ ამ ადამიანებს რეალურად აინტერესებთ, სიტყვის თავისუფლება არის თუ არა, დემოკრატია როგორ მუშაობს, ობიექტურ კვლევებს და რეიტინგებს უნდა გაეცნონ, რომლებიც მათივე ინსტიტუციების მიერ კეთდება და ალბათ, უფრო სანდო იქნება მათი განცხადებები. ამ შემთხვევაშიც ეს შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული და რისთვის ურტყამენ საქართველოს ესეც ალბათ, ყველასთვის ნათელია,“ - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეიკრიბება. სხდომას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება. 

მსგავსი სიახლეები