შინჯიკაშვილმა მეუფე ჯამდელიანს სასამართლოში უჩივლა

15.12.25 15:16
შინჯიკაშვილმა მეუფე ჯამდელიანს სასამართლოში უჩივლა

გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს უჩივლა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ოცნების ქვემო ქართლის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი შინჯიკაშვილი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს.  

ჯამდელიანის წინააღმდეგ პირველი სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 12 დეკემბერს გაიმართა. სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა გიორგი შინჯიკაშვილი. 

რა ვიცით "შინჯიკა" ჯანმდელიანის დაპირისპირებაზე?

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანსმა 8 ივნისს ამბიონიდან განაცხადა, რომ "ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენელი" მის მოწამვლას გეგმავდა. მოგვიანებით მან ხელი  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს გიორგი შინჯიკაშვილს დაადო. 

სასულიერო პირმა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი გამოაქვეყნა და შინჯიკაშვილს ეპისკოპოსის მკვლელობის მცდელობაში ბრალი ოფიციალურად დასდო. 

საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის მტკიცებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას მეუფის მოწამვლას აიძულებდა. მოგვიანებით დედაო თეკლამ საკუთარი ჩვენება შეცვალა. თქვა, რომ შინჯიკაშვილს მისთვის არაფერი დაუვალებია.

სინოდალურმა კომისიამ 19 ივნისს შეაჩერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შინჯიკაშვილს 20 წლით ზიარების უფლება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები