ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია - გია ვოლსკი

15.12.25 15:53
ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია - გია ვოლსკი

“ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ძალინ სწყდება გული, როდესაც კორუფციულ დანაშაულში მის მეგობარზეა საუბარია.

ვოლსკი ამტკიცებს, რომ “ღარიბაშვილს ივანიშვილთან არაფერი შეშლია.“

მარიამ ლაშხის მსგავსად „ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ “მას ქვეყნის წინაშე შეეშალა“.

მე არ მგონია, რომ მას ივანიშვილთან რამე შეეშალა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართული იქნება, ირაკლი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, რაღაც დანაშაულებრივ პროცესში, მასზე შეიძლება ვთქვათ, რომ შეეშალა, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება თქვენ სიმბოლოდ აიღოთ, მაგრამ ივანიშვილს რომ ახსენებენ, მაინც უფრო ოპოზიციური პროპაგანდის ნაწილია ეს ყველაფერი, მაგრამ კორუფციაცია, ამ კორუფციულ სისტემაში მონაწილეობა საკმაოდ მძიმე დანაშულია, ყველას გვეხება ეს, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა ვიყოთ, ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. რაც შეეხება ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დამწყდა და გული დამწყდება, როდესაც ჩემ მეგობარზე არის ლაპარაკი, ირაკლი ღარიბაშვილი მყავს მხედველობაში, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილის ხვალ ჩანიშნული პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო.

როგორც ექსპრემიერის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი "პირველებს" ეუბნება, პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით მიმართა.

მსგავსი სიახლეები