"ლილუაშვილს ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს" - სკანდალური ინტერვიუ
სუს-ის ექს შეფი ხელშეუხებელი დარჩება - განცხადება გიორგი მუხიგულაშვილმა "TV პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ეს არის კაცი, რომელიც "ოცნების" ლიდერებთან მჭიდრო კონტაქტში იყო. მუხიგულაშვილ ამტკიცებს, რომ ლილუაშვილის დაკვება გადაიფიქრეს, რადგან ის ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილის მიმართაც აქვს ძალიან ბევრი კომპრომატები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სტუმრები, რომლებიც ძალიან არასასურველი ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნისთვის და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისთვისაც ძალიან ცუდი იქნება ქვეყნის გარეთ მაგ ადამიანებთან ურთიერთობა.
"ქართული ოცნების" წევრებს მუდმივად აქვთ პრობლემები, რომლებიც გვარდებოდა სუს-ის მეშვეობით, ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" წევრების შვილების პრობლემები, ოჯახის წევრების პრობლემები, ეს არის უდიდესი ბაზა კომპრომატების, რომელსაც ფლობს დღეს ლილუაშვილი.
დღეს ადგე და ლილუაშვილს ეჭიდაო ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმის გამბედაობა, რომ დღეს ლილუაშვილს დაუპირისპირდეს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ გარშემო დადის და ბიჭიკო პაიკიძის დაჭერაც ვერ მოახერხა ბოლომდე იმიტომ, რომ ქვეყნიდან გაექცა. დღეს დადგე და ლილუაშვილს დაუპირისპირდე დაჭერით, გამბედაობა სჭირდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ გააჩნია," - განცხადება გიორგი მუხიგულაშვილმა.
გიორგი მუხიგულაშვილმა "TV პირველთან" ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა:
ღარიბაშვილი და ავტორიტეტი უფრო ადარდებს ბიძინას ვიდრე მოპარული მილიონები, აქედან გამომდინარე ცდილობს ღარიბაშვილს ავტორიტეტი ბოლომდე გაუნადგუროს, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკური ამბიცია აღარ ჰქონდეს, ვიდრე ღარიბაშვილმა სად რა იშოვა და ჩვენ რა ვნახეთ, კლოუნადა, როდესაც ქუჩაზე გადახვალ, პირბადეს გაიკეთებ და დაგიჭერენ სპეცოპერაციით, ალბათ ვერტმფრენებს ჩართავენ შენ დასაჭერად და ღარიბაშვილმა ფული მოიპარა, გაურკვეველი წარმოშობის ნივთები ჰქონდა სახლში და გირაოთი გამოვიდა, ისიც გულისამაჩუყებელი წუწუნით, რომ თურმე ბიძინას ნაჩუქარი სახლი ცადო თავდებში.
აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი კლოუნადას ჰგავს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია გამბედაობა. ტყუილად შესძინეთ მაგ ადამიანს რაღაც ავტორიტეტი, პირადად რომ დააკვირდეთ მის ქმედებებს და მის ხასიათს, არის ჩვეულებრივი მშიშარა ადამიანი," - აღნიშნა მან.