საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება - ივანიშვილის პარტია უარს ამბობს უთხრას საზოგადოებას რით მოწამლა ხალხი
კომისია, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს, არ შეიქმნება.
კომისიის შექმნას გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი ითხოვდა.
ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, შალვა კერესელიძეს ირაკლი ზარქუამ განუცხადა, რომ "დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს".
სიგიჟე იყო თავიდან ბოლომდე, რაც ჩემზე უკეთაც იცით, უბრალოდ თავი გინდათ „გაიპრავოთ“ პარლამენტში ხართ და თითქოს, რაღაცას აკეთებთ. ეს არ გამოგივათ და ამის უფლებას არ მოგცემთ. BBC-ის, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უჩივის შეთითხნილი სიუჟეტების მომზადებაში. მეორე, იყო გარკვეული პერიოდი - 3 დღე, როდესაც შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ, გამოძიებაც ჩატარდა და კვალიფიციური დასკვნაც დაიდო: არც „ნაცების“ დროს ყოფილა შეძენილი, შესაბამისად, გამოყენებულიც ვერ იქნებოდა. ძალიან ვწუხვარ ამის თქმა , რომ მიწევს, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, თქვენი მოკავშირეებიც კი ბოლოს იქამდე დავიდნენ, რომ თუთიყუშს დასცვივდა ბუმბულიო და პატრონს ვერ ცნობდა ძაღლიო. ამ დონზე დავიდა თქვენი არგუმენტები. ასე, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. და მესამე თემა, თქვენ ბრძანეთ, რომ მთავრობის ნდობა არ აქვსო, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებაში ნდობა იმაზე მაღალია, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში. ბოლოს, არანაირი ათი ათასობით არ იყო. სიცრუეს ნუ ავრცელებ! ასე, რომ არ არსებობს კომისიის შექმნის [საფუძველი] და ბუნებრივია, არც შეიქმნება," - განაცხადა ზარქუამ. ("ინტერპრესნიუსი")