ახალი კორუფციული სკანდალი - სახელმწიფო კომპანიას ესტონელი ინვესტორი ამხელს

15.12.25 21:07
ახალი კორუფციული სკანდალი - სახელმწიფო კომპანიას ესტონელი ინვესტორი ამხელს

საქართველოს რკინიგზაში უპრეცედენტო კორუფუციაზე ევროპელი ინვესტორი ალაპარაკდა. ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც ფლობს სარკინიგზო სერვისების კომპანია Skinest Rail-ს, "ბიემჯისთან" საკუთარ გამოცდილებაზე ყვება. იხსენებს, როგორ აწყდებოდა კორუფციას ტენდერებში და როგორ ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სახელმწიფო კომპანიაში. 

კორუფციის სქემა ინვესტორის მონაყოლით ასე გამოიყურებოდა - ტენდერებს კონკრეტულ კომპანიებზე არგებდნენ, ხდებოდა ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა - ისეთ პროდუქტებს ყიდულობდნენ, რაც რკინიგზას რეალურად არ სჭირდებოდა, შესაბამისად, თანხები იხარჯებოდა კონკრეტული პირების სასარგებლოდ. ინვესტორი ამბობს, რომ რკინიგზაში სიტუაცია ბოლო 4 წელში დამძიმდა, ეს ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდია, როდესაც საქართველოს რკინიგზას დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. ირკვევა, რომ მაშინ საქმე პროკურატურამდეც მივიდა, თუმცა, გამოიძიეს თუ არა, უცნობია.

რა ხდება ახლა? - მას მერე, რაც კორუფციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანია დაკავებული, სიტუაცია შეიცვალა - მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელები შეშინებულები არიან და დაკავების შიშით ინვესტორებთან კონტაქტზე აღარ გადიან.

ინვესტორის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს - ამბობენ კორუფციის მკვლევარები - თვლიან, რომ ესტონელი ბიზნესმენი შესაძლო კორუფციის საქმის მთავარი მოწმეა და შეუძლია კონკრეტული სახელი და გვარებით თქვას, როგორ ხდებოდა სახელმწიფო კომპანიიდან სახელმწიფოსთვის ფულის მოპარვა.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები